საზოგადოება
ნავთობპროდუქტებზე და ავტომობილების იმპორტზე აქციზის ზრდის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. აქციზის გადასახადი უკვე გაიზარდა მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე. მათ შორის, გასამმაგდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აქციზი.

 გადასახადის ახალი წესი, ექპერტების გათვლით, ავტომობილებს მნიშვნელოვნად გააძვირებს და მანქანების იმპორტს იაპონიიდან და ამერიკიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან საგრძნობლად შეამცირებს.

 ერთ ტონა ბენზინზე აქციზი - 500, ხოლო დიზელზე 400 ლარამდე გაიზარდა. განაკვეთების მსგავსი ცვლილება ლიტრ საწვავზე ფასს საშუალოდ 20 და 25 თეთრამდე გაზრდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საწვავის გაძვირება საქალაქთაშორისო და შიდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების საფასურს გაზრდის.

 ფასების ზრდას სიგარეტზე გარდაუვლად მიიჩნევენ თამბაქოს მაღაზიებშიც. ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი - 60-ით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 30 თეთრით იზრდება.