პოლიტიკა
ჯონ მაკკეინი: ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია, თუმცა საქართველო ისევ იქნება ერთიანი და დამოუკიდებელი

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ  სენატორმა ჯონ მაკკეინმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში განაცხადა.

 სენატორმა მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის.

 „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სამყარო უფრო საშიში გახადა. ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა ამ ქვეყნის ნაწილის ანექსია, თუმცა ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, მთლიანი და დამოუკიდებელი. ჩვენი ლიდერი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ მშვიდობა არის სიძლიერე. თქვენ წარმოადგენთ რონალდ რეიგანის ამ სიტყვების მემკვიდრეობას, რაც მან განაცხადა და ეს იქნება შეტყობინება რუსეთისთვის. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ორი ქვეყნის დემოკრატია გაიმარჯვებს“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

 ამასთან, ჯონ მაკკეინმა სამი ქართველი სამხედრო - ლეიტენანტი აკაკი შუბითიძე, უმცროსი სერჟანტი მიხეილ მიდოდაშვილი და კაპრალი გიორგი თუშიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი ამერიკელ საზღვაო ქვეითებს - ვიცე-პოლკოვნიკ ვინსენტ გარსიას, ვიცე-პოლკოვნიკ ბილ ო’კონერის და მასტერ-სერჟანტ რობერტ სოუდერს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადასცა.