პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დადგება დღე, როცა ვიტყვით - ჩვენ ეს ერთად შევძელით და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი

   საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას ახალი, 2017 წელი.

  „გასული წელი დატვირთული იყო მოვლენებით - იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვებები, მაგრამ ასევე იყო სირთულეები, გამოწვევები. ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი უკვე ჩაყრილია. ძალიან ბევრ სფეროში ბევრი სიკეთე მიღწეულია. გზა არჩეულია. მე გპირდებით, რომ 2017 წელი მართლაც იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი. ამ შესაძლებლობების გამოყენებით კი ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისათვის და მოხუცებისათვის, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისათვის, ჩვენი ძალიან საამაყო ჯარისკაცებისთვის. ჩვენ ერთად შევძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მეტი წელგამართული ოჯახი გვყავდეს.

 გილოცავთ 2017 წლის დადგომას. უფალი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვაში.