აქტუალური
ირაკლი კობახიძე: მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და მომავალშიც ასე გაგრძელდება

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მთავარში" განაცხადა.

 „გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული პარლამენტი შეუდგა მუშაობას, ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საპარლამენტო ფორმატში სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან სიღრმისეული განხილვები, დისკუსიები შეეხებოდა როგორც ზოგადად ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ასევე ლარის კურსს, ყველა აქტუალურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ეკონომიკასთან და საფინანსო სექტორთან. ასეთი თანამშრომლობა ეკონომიკურ გუნდთან კიდევ გაგრძელდება. საუბარი იყო უმცირესობის ფორმატში კიდევ ერთ შეხვედრაზე. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების მხრიდან აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა შედგება უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის", -აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.