პოლიტიკა
საქართველოს არ მიუსამძიმრებია რუსეთისთვის, თუმცა დასახმარებლად მზად არის, თუ რუსეთი ასეთი თხოვნით მიმართავს

   საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ  “რია ნოვოსტისთან” საუბრისას კომენტარი გაუკეთა ტუ-154-ის მიმდინარე წლის დეკემბრის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ძებნის საკითხს.   

 "რუსულ მხარეს ასეთი თხოვნით არ მოუმართავს. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც შესაბამისი სამსახურები მონაწილეობდნენ ყაზბეგის რაიონში მეწყერის დროს მთებში დაკარგული ადამიანების ძებნაში. ასე რომ, ასეთი გამოცდილება არის და, როდესაც არსებობს აუცილებლობა, შესაბამისი სამსახურები ერთვებიან. თუმცა, ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ასეთი თხოვნით არ მოუმართავთ”, - განაცხადა აბაშიძემ.

 მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოდან, საქინფორმისა და მისი მთავარი რედაქტორის გარდა, რომელმაც სირიაში, დაღუპული რუსი ჟურნალისტების ნაცვლად, საკუთარი სახსრებით გაფრენის სურვილი გამოთქვა, ნაციონალური გლოვის დღეს რუსეთისთვის არ მიუსამძიმრებია არავის – არც ქართველ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს, არც კულტურის წარმომადგენლებს, არც პრეზიდენტს, არც პრემიერს, არც პარლამენტის თავმდომარეს, არც საგარეო საქმეთა მინისტრს და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასაც კი.

 რაც შეეხება დახმარების თხოვნას: უბედურების დროს დახმარებას თავად სთავაზობენ, თუ საქმე ეხება ყველაზე ახლობლებს (ქართველებისთვის კი ასეთებად იყვნენ და რჩებიან ერთმორწმუნე რუსები), ეხმარებიან უანგაროდ, დაუკითხავად.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2015 წელს თბილისში მომხდარი წყალდიდობისას რუსეთმა მაშინვე მიუსამძიმრა საქართველოს და დახმარება შესთავაზა:

 „საქართველოს ხალხისთვის ამ მძიმე საათებში რუსეთის МЧС  მზადა გაუწიოს დახმარება საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, გამოაგზავნოს სპეციალისტების ჯგუფი საჭირო საშუალებებით და მოწყობილობებით. გამოსაფრენად მზადაა ორი თვითმფრინავი Ил-76 სპეციალური სამაშველო ტექნიკით, აღჭურვილობით, ასევე საერთაშორისო კლასის 100-ზე მეტი მაშველი, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ მსგავსი საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაჩიაში როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ“,ნათქვამი იყო რუსეთის МЧС–ის ხელმძღვანელის, ვლადიმერ პუჩკოვის ოფიციალურ მიმართვაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსისადმი, ხოლო მოსკოვის ზოოპარკმა გამოთქვა მზაობა, დროებით განეთავსებინა თავისთან ცხოველები თბილისის ზოოპარკიდან, რომელიც სერიოზულად დაზიანდა წყალდიდობისგან, ან კოლეგებისთვის თავისი ცხოველები გადაეცა.

 1988 წელს კი სომხეთში მომხდარი მიწისძვრის დროს დახმარება პირველებმა ქართველებმა აღმოუჩინეს – „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა თბილისიდან.

 შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მუსიკოსებს ჰმეიმიმის რუსულ ავიაბაზაზე მყოფი სამხედროებისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ. ლაინერი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც შავი ზღვის რუსული აკვატორიის თავზე მანევრს ასრულებდა.