რელიგია
ექიმის ინფორმაციით, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სავარაუდოდ, აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია   პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ მიაწოდა.

 "პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა. სავარაუდოდ, აქ არის ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა ცისანა შარტავამ.

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.