აქტუალური
გილაური: "სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 153 მლნ დოლარი საქართველოს ჯერჯერობით არ სჭირდება"

gilauri-nikaმსოფლიო სავალუტო ფონდმა საქართველოს 153–მილიონიანი ტრანში გამოუყო, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 153 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს ჯერჯერობით არ სჭირდება. მისი თქმით, გამოყოფილი თანხა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაიხარჯება.

“გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ჩატარდა. ფონდის საბჭომ მოიწონა ეკონომიკური პოლიტიკა და ასევე 2010 წლის ეკონომიკური ზრდის შედეგები, რასაც თავადაც არ ელოდნენ, მოიწონეს 2011 წლის ბიუჯეტი,’’ – განაცხადა გილაურმა.