საზოგადოება
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა: ეკლესიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად რუის-ურბნისის კრების მსგავსი შეკრება უნდა გაიმართოს

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, საეკლესიო სასამართლოს აღდგენის გარდა, აუცილებლად მიიჩნევს, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად რუის-ურბნისის კრების მსგავსი შეკრება გაიმართოს.

 "საეკლესიო სასამართლო აუცილებლად უნდა აღდგეს. თუ სინოდს არ შესწევს ამის ძალა, მაშინ აუცილებლად უნდა მომზადდეს . დიდი საეკლესიო კრება, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები, რაღაც რუის-ურბნისის მსგავსი, სადაც ყველა საკითხი ღვთის წყალობით მოგვარდება და საქართველოს შესწევს ამის ძალა”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

 ამასთან, მისი თქმით, პატრიარქს დაცვის სამსახური აუცილებლად სჭირდება.

 "თუ არსებობს მცირე გადაცდომები ამ სამსახურის მხრიდან, ესეც ადვილად მოგვარებადია, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს. პატრიარქს აუცილებლად სჭირდება დაცვა, მას აუცილებლად სჭირდება დახმარება გადაადგილების დროს და უხერხულია ამ საკითხის ასე წამოწევა", - განაცხადა მეუფე პეტრემ.