პოლიტიკა
გუდაურში, მიტარბის ახალ კურორტსა და თეთნულდზე ახალი საბაგირო უახლოეს დღეებში გაიხსნება – პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

 „უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, მიტარბის ახალ კურორტზე ბაკურიანში, ასევე თეთნულდზე. ვიცი, რომ ბევრი სამუშაო ტარდება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ზამთრის სეზონში არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო. მინდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს დავავალოთ, რომ არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ ტურისტებს, თითოეული დამსვენებელი, როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნიდან, აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მცხოვრებლების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.