აქტუალური
ოფიცერს თუ ჯარისკაცს, რომელსაც შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვებამ, სახელმწიფო კომპენსაციას მისცემს - ირაკლი სესიაშვილი

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა.

 „მიმდინარეობს მთელ რიგ უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესი. ჩვენ მეტი უმაღლესი რანგის ოფიცრები გყავს, ვიდრე უმცროსი ოფიცრები და დეფიციტი გვაქვს უმცროსი ოფიცრების. ამიტომ ეს პირამიდა უნდა გავასწოროთ. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ სტრუქტურა სწორად დალაგდეს და თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ მისი კარიერული სისტემა არის ზრდადი. ოფიცერს თუ ჯარისკაცს, რომელიც მსახურობდა და დღეს შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვებამ, მათ სახელმწიფო აუცილებლად მისცემს კომპენსაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.