აქტუალური
მეუფე იაკობი: პატრიარქის დაცვის უფროსი არ არის ფიგურა, რომელზეც მე კომენტარი უნდა გავაკეთო, მაგრამ მე მაგას მაინც გავუშვებ

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობდა.

 საპატრიარქოში შესვლამდე მოკლე კომენტარი გააკეთა მეუფე იაკობმა, რომელმაც პატრიარქის დაცვის უფროსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა: "ის არ არის ფიგურა, რომელზეც კომენტარი უნდა გავაკეთო, მაგრამ მე მაგას მაინც გავუშვებ".

 როგორც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა, რამდენიმე დღის წინ პატრიარქის დაცვის უფროსმა იოსებ ოხანაშვილმა  არ გამორიცხა, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხი დააყენონ.

 გარდა ამისა, მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ მოხდა ინციდენტი პატრიარქის დაცვის წევრებსა და ქორეპისკოპოსის თანაშემწეს შორის, თუმცა ის ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.