საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პუტინის პროპაგანდა გაძლიერდა, დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქობისათვის ემზადება! - ლევან სუთიძე

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ტაბულას“ ჟურნალისტმა ლევან სუთიძე გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

 "პატრიარქის სიძე, რომელიც არის პატრიარქის უშიშროების სამსახურის უფროსი, დაუპირისპირდა .. დიღმის დაჯგუფებას. ეს არის უკიდურესად ბნელი და ექსტრემისტული გამონათქვამებით და დანაშაულებრივი ქმედებით გამორჩეული სასულიერო პირი, რომელსაც მფარველობს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ის პატრიარქის ძმისშვილია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და შემოსავლიანი სასულიერო პირია და, როგორც ჩანს, მან უკვე დაიწყო მზადება პატრიარქობისათვის“, - განაცხადა ლევან სუთიძემ.

 მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პუტინის პროპაგანდაა გააქტიურებული.

 „პუტინის პროპაგანდა რა არის? პუტინის პროპაგანდა არ არის ის, რომ პუტინი კარგია, იმიტომ, რომ ამის აღარავის აღარ სჯერა. პუტინის პროპაგანდა არის ის, რომ სხვები არიან უარესები და ეს სასულიერო პირები, რომლებიც ავანგარდში არიან, შემოდიან და ამბობენ, რომ დასავლეთი არის გამრყვნელი, ისინი თავს გვახვევენ ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას, რათა გარყვნან ერი და ათასგვარი უმცირესობების დევნაში ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ეს არის პრობლემა, რომელიც იზოლაციონიზმში ჩაძირულმა ეკლესიამ წარმოქმნა იმიტომ, რომ ჩვენში, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სახარებას უფრო კოცნიან, ვიდრე კითხულობენ“, - აცხადებს ლევან სუთიძე.