სამართალი
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას - 12 წლით, გია დგებუაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიას - 12 წლით, გია დგებუაძეს, იგივე "მასტერას" კი 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 დათა ახალაია დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობის მუხლით, დგებუაძე კი განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

 კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. დათა ახალაია უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში გამართლდა.