პოლიტიკა
თურქეთის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ თურქეთში ვმასპინძლობთ ჩვენს ძვირფას ძმას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 „ბატონი პრემიერი ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, რათა დაესწროს "ევრაზიის გვირაბის" გახსნას. ეს არის დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს ორ კონტინენტს და გადის ზღვის ქვეშ, 106 მეტრის სიღრმეზეთურქეთი განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მომავალშიც ასე განაგრძობს. გვჯერა, რომ არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

 „ჩემი ტრანსპორტის მინისტრობისას დაიწყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელსაც თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ის უკვე დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, 2017 წლის პირველ მეოთხედში ეს პროექტი დასრულდება და ჩვენ შევძლებთ სატრანსპორტო დერეფნის გაზრდას და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას“, - აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.