უცხოეთი
ნიკიტა მიხალკოვი ნანობს, რომ „ელცინ ცენტრი“ უწინ არ მოინახულა, რადგან მაშინ მასზე უფრო ადრე და მკაცრად ალაპარაკდებოდა

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეს „ელცინ ცენტრის“ მოახულებისას მასზე, კერძოდ, იქ დემონსტრირებულ ისტორიულ მულტფილმზე, საკუთარი აზრი არ შეუცვლია. „წარმოდგენა მქონდა, რა იყო ცენტრში. ის გუშინწინ მოვინახულე. ვწუხვარ, რომ იქ უწინ არ ვყოფილვარ, მაშინ მაზე უფრო ადრე და უფრო მკაცრად ავლაპარაკდებოდი!“ – განაცხადა რეჟისორმა.

 „თუ ეს ქვეყნის პატისაცემი ისტორიაა, მაშინ ეს სიცრუეა! ამას არ დავიჯერებ. თქვენ ამბობთ, რომ ეს მულტფილმი თავისუფლებისკენ სწრაფვის შესახებაა. სად არის ამ მულტფილმში თავისუფლება, რომელიც გვახასიათებს ჩვენ, ამ მონობაში?! ის ტენდენციურობა, რომლითაც აქ ნაჩვენებია დრო და ცენტრშიც, შედეგად მეტ ზიანს აყენებს თავად ბორის ნიკოლაევიჩს. ეს ჩემი თვალსაზრისია... აქ ახალგაზრდები მოდიან, რომლებიც, სამწუხაროდ, ისტორიულ ცნობებს ვიკიპედიაში მოიძიებენ. ისინი მოდიან უზარმაზარ ცენტრში, რომელზეც უზარმაზარი ფულია დახარჯული, რომელმაც მათ რაღაც უნდა მოუთხროს და პირველი, რასაც ისინი ხედავენ, ეს მულტფილმია. და არავითარ პატივისცემასა და სიყვარულს წინაპრებისადმი და წარსულისადმი ის არ აღძრავს“, – განაცხადა მიხალკოვმა.