სამართალი
კვირიკაშვილი: მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში!

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი.   საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 "ბერლინში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

 როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა და 100 მ–ზე მეტი იმოძრავა, რა დროსაც ხალხი გაჭყლიტა. დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.