საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყველას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და ბედნიერება უსურვა.

 „2016 წელი გახლდათ როგორც მიღწევების, ასევე - გამოწვევების წელი. ვისურვებდი, რომ მომავალ წელს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში იყოს პირველ რიგში მშვიდობა, მეტი პოზიტივი და უფრო ნაკლები ნეგატივი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 „ჩვენი ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული განვითარების ვექტორი გახლავთ უმნიშვნელოვანესი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ყოფის გასაუმჯობესებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ჩვენ, ყველანი, მთელი ქვეყანა, ვართ იმედით აღსავსე, რადგან ყველას გვაქვს გათავისებული სისწორე იმ გზისა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, იმიტომ, რომ ასეთი მეგობრები გვყავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ მშვიდობას და ბედნიერებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.