პოლიტიკა
გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის - ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო – პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას ეხმაურება:

 „გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის – ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო. 21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობის და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას“, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.