აქტუალური
ეკონომისტები ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და იმ სასწრაფო ზომების შესახებ, რომლებიც მთავრობამ უნდა მიიღოს

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი.  არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას.

 „ლარის გაუფასურებაზე გავლენა იქონია საგარეო ფაქტორებმა, მაგრამ მთავარი კომპონენტი გაუფასურების არის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა და ის დაანონსებული 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შესთავაზა მოსახლეობას. რეალურად უბიძგა იმპორტიორ კომპანიებს, რომლებსაც შეეხებათ გადასახადების ზრდა, მათ მოთხოვნა გაეზარდათ უცხოურ ვალუტაზე, რომ მარაგები შეექმნათ, ვიდრე აქციზის გადასახადები გაიზრდებოდა", - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი  ყიფიანმა.

 „ის, რაც ლართან დაკავშირებით ხდება, ეს არის პრობლემების დაგროვების შედეგი, მათ შორის იმ შეცდომების, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დაუშვა“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ, რომელსაც ლარის გასამყარებლად რეკომენდაციები აქვს.

 "თუ გვინდა, რომ ლარი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს, რა გადაწყვეტილებაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო ზაფხულში, უნდა გაუქმდეს, უნდა ძველი ნორმატივები აღდგეს“, - აღნიშნა მან.