პოლიტიკა
ვცდილობთ, მივაწვდინოთ ჰუმანიტარული დახმარება ალეპოში ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს! - პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გასულ შაბათს მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. მთავრობის მეთაურმა ბარბარობის დღესასწაული განსაკუთრებით ბავშვებს მიულოცა და მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა.

 მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა სირიაში, კერძოდ, ალეპოში არსებულ მდგომარეობას.

 "ჩვენ ვცდილობთ, გაეროს ოფისის მეშვეობით, როგორმე, რაიმე არხით მივაწვდინოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.