პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ADB–ს, როგორც საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორის, საქმიანობის მნიშვნელობას.

 შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყალმომარაგების სფეროებში. 

 გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმის შესახებ, რაც ითვალისწინებს ეკონომიკურ განვითარებას, მმართველობის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და განათლების სისტემის რეფორმას. იეშიმ ელჰან-კაიალარის განცხადებით, აზიის ბანკი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა.