პოლიტიკა
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა – პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადება

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

  „სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით“.