აქტუალური
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარს გადასცდა

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ამ დროისთვის  “საქართველოს ბანკში” 1 აშშ დოლარი 2.805 ლარი ღირს, “TBC ბანკში” -  2.8040 ლარი, “ბაზის ბანკში” - 2.795 ლარი, “ლიბერთი ბანკში” კი - 2.800 ლარი. ყველაზე მაღალი კურსი “რესპუბლიკა ბანკს” აქვს, სადაც 1 აშშ დოლარი 2.8420 ლარი ღირს. 

 ამ დროისთვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.6837 ლარი ღირს. თუმცა, ეს პარასკევ საღამოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსია. კომერციულ ბანკებში კურსის სწრაფი  ვარდნა კი იმის მანიშნებელია, რომ ეროვნული ვალუტა ოფიციალური კურსითაც გაუფასურდება.