უცხოეთი
დღეს ნატოს არსებობას აზრი არ აქვს, რადგან საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს! – დონალდ ტრამპი (New York Times)

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ–ის ახალმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა „The New York Times“–ს, სადაც, კერძოდ, განაცხადა, რომ „სძულს უკრაინის საკითხი“: „მე ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში და მაწუხებს აღნიშნული პრობლემა, თუმცა, ვერ ვიგებ რატომ უნდა ჩაერიოს მაინცდამაინც შეერთებული შტატები ამ სიტუაციაში? აშშ ისე იბრძვის უკრაინისთვის, როგორც სხვა არავინ, თავად უკრაინელების გარდა... ეს ხომ უსამართლობაა და არალოგიკურია?! რატომ უკავიათ უკრაინის მომიჯნავე სახელმწიფოებს ნეიტრალური პოზიცია? რატომა არ არის ჩართული, მაგალითად, გერმანია პრობლემაში იმდენად, რადმენადაც აშშ? იმიტომ, რომ მათ ყველას რრაც სჭირდებათ რუსეთისგან – გაზი, ნავთობი, კიდევ რაღაც, ამიტომაც დაიდეს პირზე კლიტე!“.

  ნატოს თემასთან დაკავშირებით ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს სტრუქტურა იქმნებოდა სსრკ–ის სამხედრო ძლიერების საპირწონედ, დღეს კი მის არსებობას აზრი არ აქვს, რადგან „საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს“: „გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო სტაბილურობისთვის ტერორიზმი და ნატოს უნარი არ შესწევს მასთან ბრძოლის. სამხედრო ალიანსი მეტისმეტად დიდი და ძვირად ღირებული სისტემაა – ჩვენ მას მეტისმეტად ბევრ ვუხდით, ამერიკას კი დრეს ელემენტარულად ფული არ აქვს!“ – აღშფოთებულია ტრამპი.