საზოგადოება
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა მიხედვით აქციზის გადასახადი ძვირდება

  საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. 103 ხმით  6-ის წინააღმდეგ პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა პლენარულ სესიაზე მიიღო.

 ინიციატივის მიხედვით, ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, საწვავის და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავტომანქანების გაძვირებას. ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ. ასევე, ძვირდება თამბაქოს აქციზის გადასახადი და აზარტული თამაშის მოსაკრებლის რაოდენობა.