სამართალი
მამუკა ხაზარაძე: საუბრები, რომ მალე ქართულ ბაზარზე ოპერირებას მხოლოდ ორი ბანკი განაგრძობს, სიმართლეს არ შეესაბამება

   საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ასე ეხმაურება “თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესებს. 

  ამასთან, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ “საქართველოს ბანკის” მიერ „პროკრედიტ ბანკის“ ბიზნეს პორტფელის შეძენა ბაზარზე კონკურენციას გაზრდის.   

  „საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ქართულ ბაზარზე ოპერირებას მხოლოდ ორი ბანკი განაგრძობს, არ შეესაბამება სიმართლეს. ორი ბანკი არ შეიძლება დარჩეს ბაზარზე, რადგან საქართველოში დაახლოებით 18 ბანკია და ყველა თანაბარ კონკურენტულ პირობებში ვართ. თუ ვინმეს უნდა რამის შესყიდვა, შეუძლია, შეისყიდოს და გამსხვილდეს, ამაში ხელს არავინ უშლის”, - განმარტა ხაზარაძემ. 

  რამდენიმე დღის წინ "საქართველოს ბანკმა" "პროკრედიტ ბანკის" მიკრო ბიზნესის პორტფელი 45 მილიონ დოლარად იყიდა, მანამდე კი "თიბისი ბანკმა" "რესპუბლიკა ბანკის" აქციების 93,64% 315 მილიონ ლარად შეიძინა.