აქტუალური
ახლაც ტანში მაჟრიალებს! – საქართველოს ფინანსთა მინისტრს აჟრიალებს არა ლარის კატასტროფული დევალვაციისგან (ვიდეო)

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ”პატრიოტთა ალიანსის” შეკითხვებს პარლამენტში პასუხობდა (ვიდეო იხ. აქ).

 ”ვგიჟდები ამ მაგალითზე, რომელიც მე შემემთხვა. მიყვარს მარიამობის სვანეთში შეხვედრა. უშგულში არის მშვენიერი ეკლესია. ოჯახთან ერთად შარშან ვიყავი უშგულში. იქ ყველა სახლს აწერია ”Guest house”. გავჩერდით ერთ სახლში. ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ. დილით ბავშვებისათვის სუვენირების შეძენა მოვინდომე. ბრჭყვიალა ქვა – კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, 20 ლარი ღირდა. 20 ლარი ღირს ხელით გამოთლილი პატარა სვანური კოშკი. მყავს სამი შვილი. ამოვიღე ჯიბიდან ფული, რომ მათთვის მეყიდა და ძალიან გამიხარდა – როდესაც მე ქალბატონს 100-ლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლით, ოღონდ ეს სხვანაირად არ კეთდება - როდესაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე დავდივართ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ, მთელი ტურიზმი არის გათვლილი. ჩვენ ჩამოგვყავს წამყვანი ტელეკომპანიები, ვაკეთებინებთ გადაცემებს, ჩამოგვყავს ჟურნალისტები…”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.