პოლიტიკა
ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის მოსახლეობის პრობლემები. ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება და საქართველოს ჩააყენებს განვითარებული აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების რიგში - კვირიკაშვილი

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის  გუშინდელსხდომის დასაწყისში განცხადება გააკეთა, სააც, კერძოდ, აღნიშნა:

 „ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ, სხვათა შორის. ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ვდგამთ. ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს ინოვაციურს ამ შემთხვევაში ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც მოაქვს მეტი  ეკონომიკური დინამიკა, მეტი განვითარება და უფრო მეტი ზრდა.

 საქართველო იწყებს განვითარების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს იქნება ის გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება ის პრობლემები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით და იცოდეს, რომ სახელმწიფო დგამს რიგ ნაბიჯებს“.