საზოგადოება
102 ხმა 10-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. მომავალი წლის ქვეყნის ფინანსური დოკუმენტი საერთო ჯამში 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს შეადგენს.

 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

 2017 წლის ბიუჯეტს საპარლამენტო  უმცირესობამ და "პატრიოტთა ალიანსმა" მხარი არ დაუჭირეს.