საზოგადოება
ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას - კვირიკაშვილი

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის  გუშინდელსხდომის დასაწყისში განცხადება გააკეთა, სააც, კერძოდ, აღნიშნა:

 „ჩვენ ვაკეთებთ 10%–იან ოპტიმიზაციას. ის განცხადებები, რომლებიც გვესმის, რომ 30%–ით შეამცირეთ ხარჯები, მათემატიკურად არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას. ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აისახება პოზიტიურად ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი  ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯნსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას“.