უცხოეთი
ჯერ გაიხსენეთ, რომელ ქვეყანას წარმოადგენთ! – ჩურკინმა აშშ–ის მუდმივ წარმომადგენელს გაეროში შეახსენა, რომ ის დედა ტერეზა არ არის (ვიდეო)

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. რფ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა მკაცრი რეაგირება მოახდინა თავისი ამერიკელი კოლეგის სამანტა პაუერის მიერ მორალის კითხვაზე, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეეცადა, რუსეთისა და სირიის ხელისუფლება დაერცხვინა ალეპოში ვითომდა მათი დანაშაულების გამო.

 „ასადის რეჟიმო, რუსეთო და ირანო, თქვენი ჯარები და მარიონეტები სჩადიან ამ დანაშაულს. თქვენმა ბომბებმა, ჭურვებმა და ავიაიერიშებმა საშუალება მისცეს შეიარაღებულ რაზმებს ალეპოში, ალყა შემოერტყათ ათასობით მშვიდობიანი მცხოვრებისთვის და მათ კისრებზე ყულფი შემოეჭირათ. უნდა გრცხვენოდეთ ამის გამო!“ – ამტკიცებდა აშშ–ის მუდმივი წარმომადგენელი. პაუერამდე რუსეთის მისამართით ბრალდებებით გამოვიდნენ ასევე დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლები მეტიუ რაიკროფტი და ფრანსუა დელატრი.

 პასუხად ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ არ სურდა „დასავლეთელი სამეულისთვის“ შეეხსენებინა მათი როლი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში, ერაყში 2003 წელს შეჭრის გამო, ასევე „სირიის კრიზისის განვითარებაში“. „თუმცა, განსაკუთრებით უცნაურად მომეჩვენა აშშ–ის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც თავისი სიტყვა ისე წარმოთქვა, თითქოს დედა ტერეზა ყოფილიყოს!.. გაიხსენეთ, რომელ ქვეყანას წარმოადგენთ! გაიხსენეთ თქვენი ქვეყნის ნამსახურობის ნუსხა და შემდეგ იმსჯელეთ მორალური უპირატესობის პოზიციიდან. ხოლო, ვინ რაშია დამნაშავე ვფიქრობ, ისტორია და ღმერთი გაერკვევიან(ვიდეო იხ. აქ).