სამართალი
ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია - ზურაბ ჯაფარიძე

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე მსჯელობისას გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

 „ეს მიდგომა არასწორია, რომ ადამიანები არიან სულელები, აქეთ კი გრძნეული ქურუმები არიან შეკრებილები, რომლებმაც იციან, რა დაუშალონ ან რისი უფლება მისცენ. არ ვაღიარებ საზოგადოების არცერთი ნაწილის აზრს, რომ მან განმისაზღვროს, ჩემს სხეულს რა ვუქნა... მთელ საქართველოში ლეგალიზებულია ალკოჰოლი, თამბაქო. ალკოჰოლი უფრო მავნეა, ვიდრე მარიხუანა... ლეგალიზაციის არ უნდა გვეშინოდეს. დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი, დავადოთ აქციზი, რომლის გამოც ფასის ხელმისაწვდომობა არ იქნებ, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 ამასთან, მან აღნიშნა, რომ  ახალი წლისთვის დაანონსებული აქცია არის კანონდარღვევა, მაგრამ საზოგადოების წინაშე მდგარ მძიმე პრობლემასთან დასაპირისპირებლად სხვა გზა არ დარჩათ. 

 "ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია, სხვა გზა აღარ გვაქვს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ამ რისკზე მასთან ერთად 500-ზე მეტი ადამიანი მიდის.

 მკითხველებს შევახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ჯაფარიძე, პარტია „გირჩის“ აქტივი და მათ გარშემო გაერთიანებული „პროგრესული“ ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, წინა კვირას რუსთაველის პროსპექტი რომ გადაკეტეს მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით, პირდაპირ ეთერში მარიხუანას ქოთნებში ჩარგვას და მოწევას აპირებენ.