სამართალი
„ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ საქმე: მინდელი გაათავისუფლეს, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია, თუმცა იგი გისოსებს მიღმა რჩება

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებული მაია რჩეულიშვილი იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი.

 „რაც შეეხება   ბრალდებულის დაწესებულების გარეთ, კერძო კლინიკაში გაყვანას, აღნიშნული დაიგეგმა მისი მეუღლისა და ადვოკატის განცხადების საფუძველზესასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით კანონით დადგენილ ყველა ღონისძიებას ახორციელებს“, - ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.

 აქვე აღსანიშნავია, რომ “ცენტრ–პოინტის” აჭარის ფილიალის ყოფილი დირექტორი ირაკლი მინდელი, 50 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მინდელის თქმით, ის ბრალს მხოლოდ თავის ინდივიდუალურ ნაწილში აღიარებს. მინდელი ასევე აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილებებს თვითონ არ იღებდა და, შესაბამისად, არავითარი ფულის ახლში არ წაუღია. ყველა გადაწყვეტილებას იღებდა და ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ მფლობელი მაია რჩეულიშვილი, მისი პირადი ფაქსიმილე კი არაერთხელ იქნა გამოყენებული სამსახურში მისი არყოფნის პერიოდში ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.