პოლიტიკა
საქინფორმი: ევროკავშირის საბჭომ საქართველოში სადამკვირველო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა CSSF–ის ფონდის პროგრამის შესაბამისად

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამასთან, სადამკვირვებლო მისიისთვის 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის 18 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი დამტკიცდა.

 როგორც საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში ევროკავშირის დასამკვირვებლო მისია (МНЕС) ხელს უწყობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და ნდობის აღდგენას.

 “ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ფარგლებში, ასევე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მონაწილეობით", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

 მკითხველს შევახსენებთ, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა საქინფორმის ანალიტიკური პუბლიკაცია „აშშ–ს კავკასიაში დიდი ბრიტანეთი შეცვლის – CSSF-ის გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში“სადაც განხილულია ფონდ CSSF-ის პროგრამა ზემომითითებულ  ქვეყნებში და, კერძოდ, ნათქვამია:

 «უშუალო მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თავისი წარმომადგენლობების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები აღმოგვიჩენენ (ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მისია (EUSR), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (МНЕС), ეუთოს წარმომადგენლობა მოლდოვაში) დიდ წონას შესძენს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისკენ მიმართულ დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ საქმიანობას, ასევე განამტკიცებს მის გავლენას აღნიშნულ პროცესებზე. დარეგულირების პროცესების სიმტკიცის უზრუნველყოფისკენ მიმართული საქმიანობა ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გავლენის ნეიტრალიზაციას აღნიშნულ ქვეყნებში.

 …ჩვენ მივავლენთ ჩვენს წარმომადგენლებს ევროკავშირის, ევროკავშირის სადამკვირვებლო და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის მისიაში (რომლებიც საზღვრისპირა ზონებშიგალსა და ხურჩაში კონფლიქტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობენ საქინფორმი), რითაც აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლობების როლსა და მნიშვნელობას ვზრდით. ამასთან, აღნიშნული ქმედებები რეგიონზე დიდი ბრიტანეთის გავლენის შენარჩუნების გარანტიას იძლევა და ღიად ახდენს  მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ჩვენი მისწრაფების დემონსტრირებას რუსეთისა და რეგიონული მთავრობების წინაშე».