აქტუალური
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ - რისი თქმის უფლება აქვთ! - ირაკლი კობახიძე

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 "რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის .. ლეგიტიმაციას, ეს სიტყვა საერთოდ რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან, არ მესმის. რაც შეეხება ამ .. ლეგიტიმაციას, ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ეს იყო არა მარტო არასწორი, არამედ არაკორექტული შეფასება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ - რისი თქმის უფლება აქვთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, განმარტა, რომ პარლამენტის დადგენილება ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას საკონსტიტუციო კომისიაში.