პოლიტიკა
და ამის მერე ესენი დემოკრატიას გვასწავლიან?! მაკფოლი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა (საქინფორმი)

  აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა თავის სვეტში The Washington Post-ისთვის ამერიკული კანონმდებლობის შეცვლა მოითხოვა, რათა “უცხოელი აგენტის” კატეგორიაში მოხვდნენ მედიასაშუალებები, რომლებიც “უცხო ძალების ინტერესების სასარგებლოდ გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე”. მაგალითად მაკფოლი რუსეთის ტელეარხი RT და სააგენტო Sputnik მოიყვანა, რომლებიც “ღიად უწევდნენ აგიტაციას დონალდ ტრამპს”.

 ამასთან, მაკფოლი თვითონ აღიარებს, რომ მისი წინადადება წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებების, კერძოდ - სიტყვის თავისუფლების გარანტიას იძლევა.

 “Sputnik-ის და RT-ის თანამშრომლები აკრედიტებული უნდა იქნენ, როგორც ჟურნალისტები თუ როგორც უცხოელი აგენტები - უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის შესაბამისად? არ ვიცი. მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ...”, - ხაზი გაუსვა მან.

 მაკფოლის და მის მსგავსთა მოსმენისას უნებლიეთ გახსენდება, რომ აშშ გაქცეულმა ბოროტმოქმედებმა და რასისტებმა დააარსეს, რომლებიც ზანგებს კანის ფერის გამო ხოცავდნენ... მაკფოლი რუსეთში ელჩად ჰილარი კლინტონმა დანიშნა, ამიტომ ყველას, ვინც ტრამპს უჭერდა მხარს, მაკფოლი კრემლის აგენტებად მიიჩნევს - როგორც სააკაშვილი თვლიდა რუსეთის აგენტებად ყველას, ვინც მას არ ეთანხმებოდა! სწორედ ამიტომ არის დღეს სააკაშვილი ძებნილი განდევნილი, ხოლო მაკფოლს რუსეთში შესვლა აკრძალული აქვს “რუსულ-ამერიკული ურთიერთობისთვის მიზანდასახული ზიანის მიყენებისთვის”. ელჩ, რომელსაც თანამდებობით ამ ურთიერთობის გამყარება და მოგვარება ევალებოდა!

 სწორედ ისეთებმა, როგორიც მაკფოლია, დაარქვეს მკვლელ და ჯალათ სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურა”! მიშას, რომელიც საქართველოში რედაქციებს და ტელეკომპანიებს არბევდა, რადგან მათ “პრორუსულ პროპაგანდაში” ადანაშაულებდა, რისი გაკეთებისკენ დღეს მაკფოლი აშშ-ში მოუწოდებს!

 და ამის შემდეგ ისინი ჩვენ, ქართველებს, დემოკრატიას გვასწავლიან?!

 ვეკითხებით საქართველოს დირექტორს - აშშ-ის ელჩს თბილისში იან კელის:

 ბატონო ელჩო!

 თქვენ სოლიდარული ხართ თქვენს კოლეგა – ექს–ელჩ მაკფოლთან? (დიპლომატი ვუწოდო, ენა არ მიტრიალდება...) ესაა თქვენი ნაქები „მედიაპლურალიზმი“?!

 და განა ტრამპი ამერიკელი კი არა, რუსია? როგორ შეეძლო ორიოდე რუსული მედიის მიერ, რომელთა შესახებაც ცოტას თუ სმენია,  გაბრიყვებულ ამერიკელ ხალხს აერჩია პრეზიდენტი?! და ამით ხომ ელჩი მაკფოლი უფრო შორს წავიდა – მან შეურაცხყო ამერიკელი ხალხი!

 ბატონო ელჩო!  

 თუ „მედიასაშუალებები, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენენ, უცხოელი აგენტები არიან და ამიტომ მათი საქმიანობა შეზღუდვებს და სხვა რეგულაციებს ექვემდებარება, მაშინ, მაკფოლის ლოგიკით, საქართველოში “უცხოელი აგენტის” კატეგორიას ყველაზე მეტად ტელეკომპანია “რუსთავი 2” შეესაბამება.

 კარგად მოგეხსენებათ, რომ „რუსთავი 2“ 1994 წლიდან დღემდე ახდენს გავლენას საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე უცხო ქვეყნების, ძირითადათ - აშშ-ის ინტერესების სასარგებლოდ.

 მაშ, რატომ იქეცით დღეს „რუსთავი 2“-ის ადვოკატებად თქვენ და თქვენი კოლეგები დიპლომატები?! თავი დაანებეთ ორმაგ სტანდარტებს და რთხელ და სამუდამოდ დაკვალიანდით: ვინ ხართ? დემოკრატები, რომლებმაც სუპერსახელმწიფო ააშენეს, თუ იმ გაქცეული დამნაშავეების - ამერიკის პირველ მკვიდრთა შთამომავლები?!

საქინფორმი
2016 წლის 13 დეკემბერი