პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პუტინის მეგობარი რექს ტილერსონი გახდება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა “მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვა (საქინფორმი)

    საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩეული მილიარდერი - ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მილიარდერს - ბიზნესმენ რექს ტილერსონს,  აშშ-ის უმსხვილესი ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ხელმძღვანელს დანიშნავს.

  რექს ტილერსონს აშშ-ში სამართლიანად უწოდებენ ვლადიმერ პუტინის მეგობარს.  “ჩემთვის დიდი უპირატესობაა ის, რომ იგი ბევრ მოთამაშეს იცნობს, კარგად იცნობს მათ. ის მსხვილ გარიგებებს დებს კომპანიისთვის რუსეთში”, - ხაზი გაუსვა ტრამპმა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი განზრახვა, ითანამშრომლოს მოსკოვთან.

  რექს ტილერსონი რუსეთის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორია, რომელმაც მოსკოვთან მრავალი მსხვილი ხელსაყრელი კონტრაქტი გააფორმა, რისთვისაც ვლადიმერ პუტინმა 2012 წელს რუსული “მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვა (ეს სწორედ ის ორდენია, რომლითაც პუტინმა ბუბა კიკაბიძე დააჯილდოვა, მაგრამ მიმინომ ის რუსეთის მაშინდელ პრემიერს უკან მიუგდო!).