აქტუალური
მესამე გენერალი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ანუ რა უნდა ისწავლოს საქართველოს ხელისუფლებამ აშშ–ის ახალი პრეზიდენტისგან (საქინფორმი)

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი.  აშშ–ის პრეზიდენტმა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა საზღვაო ძალების გადამდგარ გენერალს ჯონ კელის შესთავაზა, რომელიც წლების წინ სამხრეთ სამეთაუროს ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ცნობით, 66 წლის კელი უკვე დათანხმდა შეთავაზებას.

 დონალდ ტრამპმა, რომელსაც სამხედრო გამოცდილება არ აქვს, ადმინისტრაციაში უკვე დანიშნა ორი გადამდგარი გენერალი: ჯეიმს მატისი პენტაგონს უხელმძღვანელებს, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კი მაიკლ ფლინი იქნება.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, თუ რა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს საქართველოს სააკაშვილის მიერ დანიშნულმა თინეიჯერებმა, რომლის პრეზიდენტობის დროსაც 25 წელზე უფროსი ასაკი უპერსპექტივოდ მიიჩნეოდა. ამიტომ საქინფორმი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, მიბაძოს აშშ–ს არა მარტო სამხედრო საკითხებში, არამედ ახალი ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაშიც, რომელსაც დონალდ ტრამპი მაღალი კლასის გამოცდილი და ასაკოვანი პროფესიონალებით აკომპლექტებს.