აქტუალური
პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს კი სამი ახალი მოადგილე ჰყავს

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი.  შესაბამის ბრძანებას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოაწერა. 

 ანრი ოხანაშვილი “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 49-ე ნომერი იყო. მას განათლება ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

 ანრი ოხანაშვილმა ამ თანამდებობაზე ზურაბ მარაქველიძე შეცვალა.

 პრემიერ კვირიკაშვილის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი ხანიშვილი და რევაზ ასათიანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ.

 გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფინანსთა სამინისტროდან გადაინაცვლა, ხოლო რევაზ ასათიანი და გიორგი ჩხეიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ.