უცხოეთი
პარიზში, ათენში, მადრიდსა და მეხიკოში 2025 წლისთვის დიზელზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალება

  საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. პარიზის, ათენის, მადრიდისა და მეხიკოს მერები შეთანხმდნენ, რომ 2025 წლისთვის დიზელზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ. ჩამოთვლილი ქალაქების მთავრობების ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ წაახალისებენ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას - ელექტრომობილების, ჰიბრიდული და წყალბადზე მომუშავე მანქანების. ამასთან, მერებმა განაცხადეს, რომ ქალაქებში საფეხმავლო ზონებსა და ველოსიპედის ინფრასტრუქტურას განავითარებენ.

მეხიკოს მერმა ასევე პირობა დადო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს განავითარებს.

მსოფლიო დედაქალაქების ლიდერების შეხვედრა მექსიკაში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოში დიზელზე მომუშავე ავტომობლების მოძრაობა უკვე აკრძალულია.

დიზელზე მომუშავე ავტომობილები უფრო მეტ მავნე ნივთიერებას გამოყოფენ, ვიდრე სხვა საწვავზე მომუშავე მანქანები.

პარიზში გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე აკრძალულია 1997 წლამდე რეგისტრირებული ავტომობილებით გადაადგილება.