პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარტიის მდივანი თამარ ხიდაშელი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების ალიანსის (ALDE) პრეზიდენტს ჰანს ვან ბაალენს შეხვდნენ

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი.  შეხვედრისას მათ ALDE-სა და რესპუბლიკურ პარტიას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ალიანსის პრეზიდენტმა ხათუნა სამნიძესა და თამარ ხიდაშელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ALDE კვლავაც განაგრძობს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერას.

 ვან ბაალენთან შეხვედრა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების ალიანსის რიგით 37-ე კონგრესის ფარგლებში შედგა. კონგრესი 1-დან 3 დეკემბრის ჩათვლით ვარშავაში გაიმართა და მას ევროპის 41 ქვეყნის 61 ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი თუ მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. საქართველოს რესპუბლიკური პარტია ალიანსს 2006 წელს შეუერთდა.