სამართალი
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ელოდება, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-სთან ურთიერთობა ძლიერი დარჩება

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 როგორც Reuters წერს, საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის მისამართით გამოთქმულმა ქებამ, ასევე მოსაზრებამ, რომ აშშ-მა, შესაძლოა, აღარ დაიცვას მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შეშფოთება გამოიწვია.

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

 "ჩვენი ურთიერთობები და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს რესპუბლიკელ და დემოკრატ მეგობრებთან კონგრესში შენარჩუნდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებსა და მიზნებზე, რომლებსაც  ბოლო 25 წლის განმავლობაში ვიზიარებთ. ჩვენ არასდროს გვქონია შეშფოთება ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით, ჩვენ დაინტერესებული ვართ დღის წესრიგის გააქტიურებით და არ ვფიქრობთ, რომ ეს დღის წესრიგი დაირღვევა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.