პოლიტიკა
“სოკარი” მზად არის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების შეძენის საკითხი განიხილოს

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო “ტრენდი” SOCAR Georgia-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს..

 “ტრენდის” ცნობით, “სოკარი” განიხილავს ამ საკითხს, თუ აქციების გაყიდვის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად გამოაცხადებს.

 “ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით. თუ ეს საკითხი ოფიციალურად გამოცხადდება, ჩვენ საკითხს განვიხილავთ", - განაცხადეს SOCAR Georgia-ში.

 გაზისა და ნავთობის კორპორაციის, ასევე, რკინიგზის 25-პროცენტიანი წილის გასხვისების თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ილაპარაკა.

 "რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ  გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.