საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტების ნაწილი „აუდიტორია 115“-ის წევრებს მე-6 კორპუსის შენობის დატოვებისკენ მოუწოდებს

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტთა ნაწილი „აუდიტორია 115“-ის წევრებს მე-6 კორპუსის შენობის დატოვების მოთხოვნით მიმართავს.

 თსუ-ს მე-6 კორპუსის შენობასთან უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა აქცია გამართა.

 ისინი „აუდიტორია 115“-ის წევრებისაგან კორპუსის დატოვებას ითხოვდნენ, რათა ამ კორპუსში სწავლის პროცესი განახლებულიყო.

 აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების პროტესტის ეს ფორმა.