აქტუალური
ნიკა მელია – ვიკა დოლიძეს: თქვენ უღალატეთ ყოველგვარ ფასეულობებსა და პრინციპებს, რაც შეიძლება ქართველ ადამიანს ჰქონდეს

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

 „თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც თვეების განმავლობაში, სანამ ოპოზიციაში იყავით, ამ მთავრობის შემადგენლობას ეძახდით იმას, რომ მათ დაგიჭირეს თქვენი ხუთი მეგობარი და დღეს, ვიდრე მე ვსაუბრობ და ვიდრე თქვენ მისმენთ, მაღალი ალბათობით, ის ხუთი ახალგაზრდა დაკავებული ციხის საკნებიდან გვისმენენ და გვიყურებენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ის ხუთი ახალგაზრდა მარტო ივანიშვილის პატიმრები კი არ გახლავთ, დიახ, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან ისინი. ეს თქვენი სიტყვებია, თქვენ ამბობდით, რომ პოლიტპატიმრები არიან  ღარიბაშვილის და ივანიშვილის. დღეს სად ზიხართ, ბატონო ვიქტორ? იქ, ვინც დაიჭირა ის ხუთი ადამიანი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

 მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ უჭერს.