საზოგადოება
რუსეთის სამხედრო კავშირი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიუღებელი და დაუშვებელია – სერ ალან დუნკანი

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი.  აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა გააკეთა.

 „რა თქმა უნდა, ვგმობთ სამხედრო ერთობის შექმნას. რუსეთთან სამხედრო ერთობის შექმნა გამოწვევაა თქვენი სუვერენიტეტის. ეს მიუღებელი ნაბიჯია. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეუძლია ამგვარად მოქმედება. აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი სუვერენიტეტი, უფლებები და პოლიტიკა, რომ კონსტრუქციული ჩართულობით გადაიჭრას ეს საკითხი. რუსეთს ძალიან ნათლად უნდა ვუთხრათ, რომ მსგავსი არასასურველი, დაუშვებელი სამხედრო ერთობა მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში. საქართველოს სუვერენიტეტს სრულად უნდა სცენ პატივი, ასევე უნდა იყოს დაცული კანონის უზენაესობაც“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის მონაწილეობით თბილისში „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესიის გახსნის ცერემონია გაიმართა.