პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო განაცხადია

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.

 მისივე თქმით,  მომავალი ოთხი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 „ვაპირებ, მაქსიმალურად დავიხარჯო, რათა სხვა უწყებებთან ერთად შევძლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

 ყველა ეტაპს პოლიტიკაში თავისებურებები აქვს. არცერთ ჩემს პოლიტიკურ ნაბიჯზე არ მწყდება გული. გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. არასდროს პრინციპებიდან და ღირებულებებიდან არ გადამიხვევია. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ოჯახებთან არ დამიკარგავს კონტაქტი. კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება მათთვის იქიდან, სადაც ვართ“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.