აქტუალური
ლევან იზორია: შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერება წინა მინისტრის ნაჩქარევი და პოპულისტური ნაბიჯი იყო

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას აზრით, სავალდებულო სამხედრო გაწვევის შეჩერება წინა მინისტრის ნაჩქარევი ნაბიჯი იყო.

 „მეტსაც გეტყვით. არსებობს 2015 წლის ივლისში პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს ამ გადაწყვეტილებაზე ავტორის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ 2016 წელს ამ სისტემის გაუქმება არარეალურია. ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, წინასაარჩევნოდ, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია, არის პოპულიზმი. შესაბამისად, დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები დაკომპლექტების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ სისტემას ვთავაზობთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

 ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ლევან იზორია „წინა მინისტრში“ თინა ხიდაშელს, თავდაცვის მინისტრმა დაუდასტურა, რომ თინა ხიდაშელზე ლაპარაკობდა.