უცხოეთი
პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს დათანხმდება უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მოსკოვის საპატრიარქოსგან! კიევი წმინდა რუსეთის სულიერი აკვანია, ისევე, როგორც მცხეთა- საქართველოსთვის!

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. „ჩვენი ეკლესია არასოდეს დატოვებს გასაჭირში თანამოძმეებს უკრაინაში და უარს არ იტყვის მათზე. არასოდეს დავთანხმდებით ჩვენი ეკლესიის წმინდა კანონიკური საზღვრების შეცვლას, რადგან კიევი ეს წმინდა რუსეთის სულიერი აკვანია, ისევე, როგორც მცხეთა - საქართველოსთვის ანდა კოსოვო - სერბეთისთვის“, - განაცხადა ორშაბათს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მაცხოვრის ტაძარში გამართული ცერემონიისას მისი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 15 საადგილმამულო ეკლესიის წინამძღვრებმა და წარმომადგენლებმა.