პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში სპეციალური სიგელი გადასცა

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ლიუ ბოს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება, რომ ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია და, ამავდროულად, არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების რეკორდულად მოკლე დროში დასრულებაც ადასტურებს.